weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო ვერ იქნება მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა – პრეზიდენტი

12:47 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების წარმოების წინააღმდეგია. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია დებატები, რომელიც ამ საკითხზე ამ დრომდე გრძელდება.

გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ნარკოტიკების მწარმოებლი ქვეყნის იმიჯი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დააზიანებს.

„საზოგადოებამ იცის და მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური ვარ. არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ისინი უნდა ისხდნენ ციხეში, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა. მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე: თუკი ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროილებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი. მეორე ფაქტორია საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისი.

საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა - ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები.

საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანას და ვერც სხვა ნარკოტიკული საშუალების მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება ჩვენს სამშობლოს მიეწეროს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის ექსპორტზე გატანისთვის სალიცენზიო რეჟიმის შექმნას, ამ საქმიანობაზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრას და უსაფრთხოების წესების დადგენას ითვალისწინებს. საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგობის გამო „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა ორი თვით გადადო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]